ახალი ამბები
დღეიდან ბორჯომსა და ბაკურიანში მუშაობა ოთხმა სასტუმრომ განაახლა
დღეიდან, 15 ივნისიდან, ბორჯომში სამი სასტუმრო გაიხსნა, ხოლო ბაკურიანში ერთმა სასტუმრომ განაახლა მუშაობა. სხვადასხვა კლასის განთავსების ობიექტებმა რეგისტრაციის შემდეგ, შემოწმება წარმატებით გაიარეს და სტუმრების მიღების ნებართვა მოიპოვეს.

ბორჯომში, ბაკურიანსა და საკურორტო სოფლებში, ჯამში 170-მდე სასტუმროა. გახსნის ნებართვის მისაღებად, რეგისტრაცია განთავსების 30-მა ობიექტმა გაიარა, თუმცა დადებითი პასუხი მხოლოდ ოთხმა მათგანმა მიიღო. ზოგიერთმა დამატებითი დრო ითხოვა მოსამზადებლად, რამდენიმე კი ხარვეზის გამოსწორებაზე მუშაობს.

სასტუმროების მონიტორინგი მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.




რაც შეეხება მდგომარეობას ქვეყნის მასშტაბით. საქართველოში ამ დრომდე 11 400 კომპანია შემოწმდა, აქედან 939 იყო დარეგისტრირებული სასტუმრო, რომელსაც გახსნის სურვილი ჰქონდა. ქვეყანაში, დღეიდან მუშაობის უფლება მიენიჭა 150 სასტუმროს, განთავსების 175-მა ობიექტმა კი ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნები. დანარჩენმა ხარვეზის გამოსასწორებლად დამატებითი დრო ითხოვა.
Print