ახალი ამბები
ბორჯომში გახსნისთვის 30-მდე სასტუმრო დარეგისტრირდა - რა რეგულაციებია განთავსების ობიექტებისთვის
მწვანე ტურისტულ ზონად გამოცხადებული ბორჯომი ტურიზმის გახსნისთვის ემზადება. მზადება მიდის სასტუმროებშიც. ოპერირების დასაწყებად ბორჯომიდან რეგისტრაცია განთავსების 30-მა ობიექტმა გაიარა. თუმცა, ჯერ ცნობილი არ არის რამდენი მათგანი შეძლებს მოთხოვნების დაკმაყოფილებას და მუშაობის განახლებას 15 ივნისიდან.  სიუჟეტიდან გაიგებთ,  როგორ ემზადებიან მაღალი კლასის სასტუმროები პირველი ვიზიტორების მისაღებად.
Print