ახალი ამბები
ბორჯომის ტურიზმის განვითარების გენერალური გეგმა დამტკიცდა
დღეს, 29 მაისს, საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების გენერალური გეგმა, რომელზეც მუშაობა დაახლოებით 1 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჩატარდა საჭიროებების კვლევა.
კორონავირუსის პანდემიის გამოცხადების შემდეგ, აუცილებელი გახდა მისი დოკუმენტში ასახვაც. თემას ერთ-ერთი ქვეთავი დაეთმო სახელწოდებით „COVID 19-ის შედეგად შექმნილი ახალი რეალობა და საჭირო ქმედებები“.

გეგმაში დასახულია ტურიზმის სექტორის განვითარების გრძელვადიანი ხედვა. იდენტიფიცირებულია სტრატეგიული მარკეტინგული შესაძლებლობები და მიზნების მიღწევის საჭირო პროგრამები.

დოკუმენტის შემუშავება მხარდაჭერილია პროექტ „ENPARD-3 სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“-ს მიერ, რომელსაც ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა UNDP, ევროკავშირის დაფინანსებით.
Print