ახალი ამბები
გადადებული საჯომარდო სეზონი, გაუქმებული ჯავშნები და ფინანსური ზარალი ბანაკებისთვის
კორონავირუსის პანდემიის გამო, საჯომარდო ბანაკები მსურველებს მაისის ნაცვლად ივნისის მეორე ნახევრიდან მიიღებენ. ემზადებიან სეზონის გახსნისთვის და სიახლეებისთვის, თუმცა ბანკიდან აღებული სესხის ხარჯზე. როგორ დაფარავენ ვალს, მათთვის უცნობია. ჯერ-ჯერობით არც ის იციან, რა რეგულაციების მიხედვით მოუწევთ მუშაობა. იმედებს როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ტურისტებზე ამყარებენ, თუმცა ვარაუდობენ რომ აქტიური სეზონი წელს არ ექნებათ.
Print