ახალი ამბები
აღებული სესხები, გაჩერებული ტურიზმი და საერთაშორისო მოგზაურებზე დამოკიდებული ბიზნესი ბორჯომში
ბორჯომში ამ პერიოდიდან აქტიური ტურისტული სეზონი იწყებოდა, თუმცა ამჟამად ქუჩები ვიზიტორებისგან დაცარიელებულია, ტურისტულ ბიზნესზე დამოკიდებული ადამიანები კი ბანკის ვალების ამარა დარჩნენ.
სასტუმროების, რესტორნების და სხვა ტურისტული ბიზნესის მომხმარებლების 90%-ზე მეტი უცხოელი ვიზიტორი იყო. ბორჯომში ტურისტულ ბიზნესს საკუთარი საქმიანობის ადაპტირება ახლა საერთაშორისოდან ადგილობრივ ტურიზმზე მოუწევს. როგორ გააგრძელებენ არსებობას სეზონურ შემოსავალზე დამოკიდებული ადამიანები, სანამ ქვეყნის საზღვრები გაიღება და საქართველო საზღვარგარეთიდან შემოსულ ტურისტებს მიიღებს. რა გამოწვევების წინაშე დადგნენ პანდემიის გამო და როგორ პროგნოზებს აკეთებენ სამომავლოდ, ნახეთ სიუჟეტში.
Print