"ნებისმიერი ინიციატივით შეგიძლიათ მიმართოთ ბიზნესს და მოიპოვოთ მხარდაჭერა" - კონსტანტინე შუბითიძე
12:32 / 09.06.2024
ჩვენ, მოქალაქეებმა, საინიციატივო
ჯგუფმა, ადგილობრივმა ორგანიზაციებმა, რა ინიციატივებით შეგვიძლია
მივმართოთ ბიზნესს მხარდაჭერის მოსაპოვებლად.გვაქვს თუ არა ამის შესახებ
ინფორმაცია და ვსარგებლობთ თუ არა ამ შესაძლებლობით. ეს კითხვები
ბორჯომის ქუჩებში შემთხვევითობის პრინციპით გამოკითხულ რესპონდენტებს
დავუსვით და ვკითხეთ რა იდეით/ინიციატივით მიმართავდნენ ბიზნესს
საჭიროების შემთხვევაში.
რუბრიკის "ბიზნესი მდგრადობისთვის" სტუმარი, კონსულტანტი კორპორაციული
პასუხისმგებლობის მდგრადობის საკითხებში კონსტანტინე შუბითიძე
განმარტავს, როგორ და რა ფორმით შეგვიძლია მივმართოთ ბიზნესს, როგორ
შეგვიძლია ცვლილებების მოხდენა საკუთარ თემში და როგორ იქცევიან ამ
შემთხვევაში პასუხისმგებლიანი ბიზნეს კომპანიები. როგორია ამ მხრივ
ქართული რეალობა და საერთაშორისო პრაქტიკა, კონსტანტინე შუბითიძის
რეკომენდაციები რუბრიკაში "ბიზნესი მდგრადობისთვის".