ბიზნესი მდგრადობისთვის
მელიორა 2024-ის კონკურსში 59 კომპანია მონაწილეობს
Meliora 2024-ის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 59 კომპანია 86 CSR პროექტით დარეგისტრირდა.

აპლიკაციების მიღება 15 იანვრიდან 20 თებერვლის ჩათვლით იყო შესაძლებელი.

გამარჯვებულები დაჯილოდების საზეიმო ცერემონიაზე, 2024 წლის ივნისში გახდება ცნობილი.


განაცხადებს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით შეაფასებს დამოუკიდებელი ჟიური. შემფასებელთა გადაწყვეტილებებზე ნებისმიერი ზეგავლენის თავიდან აცილების მიზნით, ქართველი ჟიურის ვინაობა, კონკურსის დასრულებამდე კონფიდენციალურად დარჩება, საერთაშორისო ჟიურის კი შეგიძლიათ ვებ-გვერდზე გაეცნოთ. 


ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) წელს უკვე მეხუთედ ატარებს საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსს ‘Meliora’.


CSRDG-მ კონკურსი Meliora 2018 წელს დააფუძნა. წლების მანძილზე კონკურსს ჰყავდა 30-ზე მეტი მხარდამჭერი და 20-მდე მედია პარტნიორი. 2018-2022 წლებში კონკურსში მონაწილეობა მიიღო 120-მა კომპანიამ 300-მდე პროექტით.


წელს, კონკურსი კვლავ ტარდება, ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების STAR ინიციატივა“ ფარგლებში, მრავალ საერთაშორისო და ადგილობრივ საექსპერტო ორგანიზაციასთან, ბიზნეს-პლატფორმასა და სამთავრობო ინსტიტუტთან თანამშრომლობით. Meliora 2024 გამოავლენს და დააჯილდოებს საქართველოში მოქმედ იმ კომპანიებს, რომლებიც ახორციელებენ შთამაგონებელ და სამაგალითო პროექტებსა და ინიციატივებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში.

უკვე ექვსი წელია კონკურსი Meliora მთელი ქვეყნის მასშტაბით მნიშვნელოვანი ცვლილებების, ბიზნესის წარმატების და კორპორაციული პასუხისმგებლობის შთაგონების წყაროა. 




სტატია მომზადდა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ტელეკომპანია "ბორჯომი" და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის (EU), კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) შეხედულებებს.


პროექტს “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად - საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).




ასევე გაეცანით:

რა ვიცით ბიზნესის კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობაზე - ხალხის აზრი;

რას გულისხმობს ბიზნესის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა;

რას აკეთებს სახელმწიფო და ბიზნესი მდგრადი განვითარების 17 მიზნის მისაღწევად.

Print