ბიზნესი მდგრადობისთვის
„ბიზნესი მდგრადობისთვის“ - ახალი რუბრიკა ტელეკომპანია „ბორჯომზე“
ტელეკომპანია „ბორჯომი“ იწყებს ახალ რუბრიკას „ბიზნესი მდგრადობისთვის“.
ახალი რუბრიკა დაემატება კვირის შემაჯამებელ საინფორმაციო გამოშვებას და ვებ-გვერდს www.borjomi.tv


მიმდინარე თვიდან, ტელეკომპანია „ბორჯომის“ გუნდი შემოგთავაზებთ სხვადასხვა ფორმატის, საინტერესო, შემეცნებით მასალებს კორპორაციული პასუხისმგებლობის შესახებ.


ჟურნალისტური მასალები მომზადდება კორპორაციული პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზე, მდგრადი განვითარების 17 მიზანზე, როგორი უნდა იყოს ბიზნეს კომპანიების პასუხისმგებლობა მომხმარებლებთან, დასაქმებულებთან, როგორ უნდა უჭერდეს მხარს საზოგადოებას. ამ თემებზე სტუდიაში მოწვეული სტუმრები ისაუბრებენ. ხოლო მულტიმედია მასალები დაეთმობა ბიზნეს კომპანიებს და მათი კორპორაციული პასუხისმგებლობის წარმატებულ მაგალითებს.


რუბრიკა მომზადდა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ტელეკომპანია "ბორჯომი" და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის (EU), კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) შეხედულებებს.


პროექტს “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად - საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

Print