ყველას გვმართებს ვიფიქროთ იმაზე, რომ ამდენმა ლანძღვამ, უნდობლობამ,
დაუნდობლობამ და უიმედობამ არ შეიძლება ისე გაიაროს, რომ თავისი კვალი
არ დატოვოს, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა
ჟურნალისტებს დიდუბეში მდებარე წმინდა გიორგი სახელობის ტაძართან
განუცხადა, სადაც 15 წლის ლუკა სირაძის სამოქალაქო პანაშვიდზე
იმყოფებოდა.