დღეს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება
14 / იანვარი 2020
დღეს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება
დღეს 14 იანვარს, სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. ეს თარიღი პირველად 2012 წლის 14 იანვარს იზეიმეს.
სამების ტაძარში საყოველთაო ნათლობა გაიმართება
14 / იანვარი 2020
სამების ტაძარში საყოველთაო ნათლობა გაიმართება
დღეს,სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა საყოველთაო ნათლობა გაიმართება.
რა დაჯდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
14 / იანვარი 2020
რა დაჯდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
2020 წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები ბიუჯეტს 42,760,652 ლარი დაუჯდება. არჩევნების ჩატარებისთვის საჭირო ასიგნებების გამოყოფასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ სპეციალური დადგენილება უკვე მიიღო. გამოყოფილი თანხიდან შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯება 19,531,295 ლარი, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელთა დაფინანსებაზე - 7,238,050 ლარი, საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯი კი 2,111,674 ლარი იქნება.
ვალეში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს
14 / იანვარი 2020
ვალეში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს
საბაჟო გამშვებ პუნქტში „ვალე“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის ფიზიკური დათვალიერების შედეგად არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები
ბორჯომში სოციალურად დაუცველთა სასადილოს დაფინანსება გაიზარდა
13 / იანვარი 2020
ბორჯომში სოციალურად დაუცველთა სასადილოს დაფინანსება გაიზარდა
წელს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მომსახურების ცენტრში სიახლეა, სასადილოს დაფინანსება გაიზარდა.დანამატი თითოეულ ბენეფიციარზე 25 თეთრს შეადგენს.
ახალი რეგულაციები მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლებს
13 / იანვარი 2020
ახალი რეგულაციები მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლებს
მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი მანქანების ტექინსპექტირებაში ცვლილებები შედის.
"ვტოვებ თანამდებობას ქვეყნის სტაბილურობისთვის " - რაულ ხაჯიმბა
13 / იანვარი 2020
"ვტოვებ თანამდებობას ქვეყნის სტაბილურობისთვის " - რაულ ხაჯიმბა
მინდა გაცნობით, რომ ვტოვებ თანამდებობას ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებისთვის, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის გადამდგარი დე ფაქტო ლიდერის, რაულ ხაჯიმბას მიმართვაშია ნათქვამი.
"გრიპის ვირუსზე მიმართვიანობა გაიზარდა" - ამირან გამყრელიძე
13 / იანვარი 2020
"გრიპის ვირუსზე მიმართვიანობა გაიზარდა" - ამირან გამყრელიძე
იანვრის მეორე კვირის მონაცემებით, პირველ კვირასთან მიმართებით გვაქვს ზრდა როგორც მიმართვიანობის, ასევე ჰოსპიტალიზაციის კუთხით, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრეიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი განმარტებით, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 22%-იდან დაახლოებით 25,3%-მდე გაიზარდა.

„იანვრის მეორე კვირაში 219 მიმართვანობა გვაქვს 100 ათას მოსახლეზე, ანუ გვაქვს მსუბუქი ზრდა. ასევე 3%-ით მომატებულია ჰოსპიტალოზაციის მაჩვენებელი საავადმყოფოებში, მწვავე რესპირატორული ინფექციებით. ეს მაჩვენებელი 22%-იდან, დაახლოებით, 25,3%-მდე გაიზარდა. მაგრამ ორივე ეს ინდიკატორი, რითაც ჩვენ ვზომავთ ეპიდსიტუაციას ქვეყანაში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით არის შემცირებული. გრიპის სეზონი გრძელდება მარტის ბოლოს,ან აპრილის შუა რიცხვებამდე. ამიტომ, ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ და უნდა დავიცვათ ყველა ის რეკომენდაცია, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი გრიპის პრევენციისა და პროფილაკტიკისთვის იძლევა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის ინფორმაციით, დღეისთვის 96900 ადამიანია აცრილი გრიპის ვირუსის წინააღმდეგ და ქვეყანას კიდევ აქვს ვაქცინის საკმარისი მარაგი.

„ძალიან კარგია, რომ ქვეყანაში გაიზარდა კულტურა და მოთხოვნილება ვაქცინაციაზე, რომელიც გახლავთ უპირველესი პრევენციული საშუალება და მეთოდი გრიპის პროფილაქტიკის. წელს ჩვენ 2,5-ჯერ მეტი ადამიანი ავცერით, ვიდრე გასულ წელს. ახლა უკვე აცრილია დაახლოებით 96900 ადამიანი, ჯერ კიდევ გვაქვს ვაქცინების მარაგი და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მაღალ რისკჯგუფებს, განსაკუთრებით, ორსულებს, რომ ისარგებლონ ვაქცინაციით.

ქვეყანაში საკმარისია ანტივირუსული პრეპარატების მარაგი. ისინი გაიცემა საავადმყოფოებში, ის სრულიად უფასოა და სავაადმყოფოებს ამისი სერიოზული მარაგი აქვთ. ის გაიცემა მინისტრის 30 დეკემბრის ბრძანებით, ორსულებსა და სოციალურად დაუცველებზე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების საშუალებით, ექიმის დანიშნულების მიხედვით. ამ დროისთვის დაახლოებით 200-მდე ადამიანზეა გაცემული და მათ შორის ჭარბობენ ორსულები“, - განაცხადა გამყრელიძემ.

„ვაწარმოებთ მუდმივ მონიტორინგს, თუ რა ტიპის ვირუსები ცირკულირებენ ქვეყანაში. გასულ კვირაში პრევალირებს B ტიპის გრიპის ვირუსი, დაახლოებით 76%-ში გვაქვს B ტიპის გრიპი. დაახლოებით 6%-ში გვაქვს A ტიპის გრიპის H1 ქვეტიპი. გამომდინარე ეპიდსიტუაციიდან ჩვენ არ ვთვლით მიზანშეწონილად, რომ გახანგრძლივდეს არდადეგები ან შეწყდეს სწავლის პროცესი“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები 22 მარტს ჩაინიშნა
13 / იანვარი 2020
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები 22 მარტს ჩაინიშნა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები 22 მარტს გაიმართება.
14-15 იანვარს საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი
13 / იანვარი 2020
14-15 იანვარს საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი
13 იანვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება ნალექი, დაბლობსა და ბარში თოვლჭყაპის, ხოლო მთიან და მაღალმთიან რეგიონებში თოვლის სახით. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +5 +10 გრადუსი იქნება. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სხვა სტატიები
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.