საქართველოდან ექსპორტის ძალიან
მნიშვნელოვან წილს რეექსპორტი წარმოადგენს. ეს არის პროცესი,როდესაც ქვეყანაში რაღაც პროდუქტი
იმპორტით შემოდის, ხოლო რაღაც დროის შემდეგ ექსპორტზე სხვა ქვეყანაში
გადის. ამის ყველაზე კარგი მაგალითი მსუბუქი ავტომობილები და
დაფასოებული მედიკამენტებია.
ამ პროცესის დროს პროცესში არ არის ჩართული ადგილობრივი წარმოება,
შესაბამისად ექსპორტის ნომინალური ზრდა პირდაპირ დასაქმებულებისა და
ადგილობრივი წარმოების ზრდას არ ნიშნავს. გასულ წელს გაზრდილი
ექსპორტის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი კი სწორედ რეექსპორტის
ზრდა იყო.
ამას ადასტურებს საქსტატის 2019 წლის მონაცემებიც, რომლის მიხედვითაც,
რეექსპორტის გარეშე ექსპორტის ზრდა 5,7%-ს არ აღემატება.
საქართველოდან ყველაზე მოთხოვნადი სასაქონლო ჯგუფების სია
შემდეგნაირად გამოიყურება:
მსუბუქი ავტომობილები —
$686,7 მილიონი, წილი — 18,2%;
სპილენძი, მადნები და კონცენტრატები — $651,6
მილიონი, წილი — 17,5%;
ფეროშენადნობები — $302,9 მილიონი, წილი —
8%;
ღვინო და ყურძნის ნატურალური წვენები — $222,9
მილიონი, წილი — 5,9%;
დაფასოებული სამკურნალო საშუალებები — $172,4
მილიონი, წილი — 4,6%;
მინერალური და მტკნარი წყლები — $133,5 მილიონი,
წილი — 3,5%;
სპირტები და სპირტიანი სასმელები — $129,2
მილიონი, წილი — 3,4%;
სასუქები — $94,8 მილიონი, წილი — 2,5%;
ოქრო — $72,8 მილიონი, წილი — 1,9%;
თხილი და სხვა კაკალი — $66,6 მილიონი, წილი —
1,8%.
ცნობისთვის, 2019 წელს საქართველოს ყველაზე მსხვილი საექსპორტო ბაზარი
აზერბაიჯანი იყო, სადაც 498 მილიონი დოლარის ექსპორტი განხორციელდა.
2017-2018 წლებში მთავარი საექსპორტო ბაზრის ფუნქციას რუსეთი
ასრულებდა.
2019 წლის მონაცემებით, რუსეთში 497 მილიონი დოლარის ექსპორტი
განხორციელდა, რაც მეორე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.