საქართველოში მძღოლთა კომპეტენტურობის ასამაღლებელი ცენტრი აშენდება
13 / თებერვალი 2020
საქართველოში მძღოლთა კომპეტენტურობის ასამაღლებელი ცენტრი აშენდება
მთავრობამ საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2020 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.
"დაზარალებული აცხადებს,რომ ლუდი წაისვა" - თემურ აბაზოვი
13 / თებერვალი 2020
"დაზარალებული აცხადებს,რომ ლუდი წაისვა" - თემურ აბაზოვი
"თვითონ აცხადებს, რომ ეს იყო ლუდი, მე ლუდი წავისვიო" - ამის შესახებ მარნეულის ყოფილმა მერმა თემურ აბაზოვმა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ, მის საქმეზე გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ განაცხადა.
პროკურატურა ნიკა მელიასთვის 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითხოვს
13 / თებერვალი 2020
პროკურატურა ნიკა მელიასთვის 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითხოვს
საქართველოს გენერალური პროკურატურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი-ერთი ლიდერის, ნიკა მელიასთვის 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითხოვს - ამის შესახებ  ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი მდინარაძემ განაცხადა. როგორც მდინარაძე აცხადებს, პროკურატურის მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგან ნიკა მელიას წინააღმდეგ ბრალდების მხარეს მტკიცებულებები არ აქვს.
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს  შეხვედრა ახალციხეში
13 / თებერვალი 2020
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს შეხვედრა ახალციხეში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა რეგიონის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრები იმართება.მორიგი შეხმედრა ახალციხეში შედგა. როგორც სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველმა მოადგილემ ოთარ შამუგიამ განაცხადა:
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მისი უწყებების მეშვეობით არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, რეგიონში მნიშვნელოვნად არის განვითარებული სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სექტორი, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა და კოოპერაციული საწარმოების რაოდენობით სამცხე-ჯავახეთი ერთ-ერთი ლიდერი რეგიონია. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით არსებული პროგრამების და სერვისების შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირების გაზრდის მიზნით მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობა“ - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს. ასევე პროგრამებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მექანიზმებზე იმსჯელეს.

„ჩვენი გეგმები  დარჩენილ 8 თვეში ემსახურება ოქტომბრის არჩევნების მოგებას“-დავით ბაქრაძე
13 / თებერვალი 2020
„ჩვენი გეგმები დარჩენილ 8 თვეში ემსახურება ოქტომბრის არჩევნების მოგებას“-დავით ბაქრაძე
„ევროპული საქართველოს" ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ოპოზიციის გეგმებზე საუბრისას განაცხადა:
„მთელი ჩვენი გეგმები ამ დარჩენილ 8 თვეში ემსახურება ამოცანას - ოქტომბრის არჩევნების მოგებას. შესაბამისად, ჩვენ გაწერილი გვაქვს აქტივობები, უახლოეს პერიოდში საზოგადობა ნახავს და მათთან ერთად პარლამენტის წინ ძალიან მწვავე საპროტესტო აქციები გვექნება. ასევე გვექნება გასვლები რეგიონებში და მათ შორის ხალხთან შეხვედრაც, აქციებიც რეგიონში. პირველი დიდი აქცია, რომელიც ამ 8- თვიან გაწერილ პროცესში იქნება, 4 აპრილის აქციაა, სადაც ძალიან ბევრ ადამიანს ველით. ოპოზიცია საზოგადოებას გააცნობს კონკრეტულ ნაბიჯებსა და გეგმას, რას გავაკეთებთ შემდეგი დარჩენილი თვეების განმავლობაში და გააცნობს უკვე შეთანხმებულ კანდიდატებს, იმ ადამიანებს, ვინც ოპოზიციის სახელით იბრძოლებს და წელს „ქართულ ოცნებას“ აუცილებლად დაამარცხებს“, - აღნიშნა ბაქრაძემ.
წალკა–ნინოწმინდის გზაზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
12 / თებერვალი 2020
წალკა–ნინოწმინდის გზაზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მთელი საქართველოს მასშტაბით მაღალმთიან რეგიონებში ინტენსიური თოვაა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიგრაციის სტატისტიკა გამოაქვეყნა
12 / თებერვალი 2020
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიგრაციის სტატისტიკა გამოაქვეყნა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიგრაციის 2019 წლის სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა.
"ქართველი სტუდენტების დაფინანსება გაზარდეთ" - რუსეთის დუმა
12 / თებერვალი 2020
"ქართველი სტუდენტების დაფინანსება გაზარდეთ" - რუსეთის დუმა
უცხოეთის მოქალაქეებისთვის სწავლების კვოტა რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში, ქვეყნის ბიუჯეტის ხარჯზე, 2021-22 წლებში, ორჯერ - 30 ათასამდე უნდა გაიზარდოს. ამის შესახებ საუბარია რუსეთის დუმის მთავრობისადმი რეკომენდაციაში, რომელიც დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტში გაიმართა.
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტები
12 / თებერვალი 2020
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტები
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტები კანონის „პროფესიული განათლების შესახებ" შესაბამისად მომზადდა და პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ჩარჩოს დაეფუძნა, რაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით არის გათვალისწინებული.
ანაკლიის განვითარების კონსორციუმი განცხადებას ავრცელებს
12 / თებერვალი 2020
ანაკლიის განვითარების კონსორციუმი განცხადებას ავრცელებს
"კონსორციუმის საერთაშორისო ინვესტორებიც დაიწყებენ პროცესს საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ. კონსორციუმი მზად არის, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი თავისი პოზიციის დასაცავად, მათ შორის, მიმართოს საერთაშორისო არბიტრაჟს ჟენევაში"-ამის შესახებ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
სხვა სტატიები
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.