გაერო-ს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარის ნუშელ ბაჩელეტის
თქმით, ის რაც სირიაში ხდება საშინელებაა და უდანაშაულო ადამიანების
მსგავსი დევნა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ მომხდარა. ნუშელ
ბაჩელეტი სირიის მთავრობასა და მის მოკავშირე რუსეთს აკრიტიკებს და
აცხადებს, რომ ისინი გამიზნულად თავს ესხმიან მშვიდობიან მოსახლეობას
და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრმა ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური
ქალების ჯანმრთელობისთვის მავნე ან/და განსაკუთრებული რისკის შემცველი
სამუშაოების ჩამონათვალი დაამტკიცა.
ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 2 004-მდე გაიზარდა,
ვირუსით დაინფიცირების დადასტურებული შემთხვევები კი 74 000-ს
აჭარბებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული
სამსახური ავრცელებს.
უსაფრთხოების საბჭოს მდივნის პოსტზე შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ
გომელაური დაინიშნა. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე საქრთველოს
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის
განცხადებით, პარლამენტის სხდომათა დარბაზის შესასვლელში სიცრუის
დეტექტორი რომ იყოს დაყენებული, აფეთქდებოდა.
პარლამენტმა გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძე
დაამტკიცა. მას მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა (არცერთი წინააღმდეგი).
პლენარულ სხდომაზე კენჭისყრას ესწრებოდა თავად ირაკლი შოთაძეც.
ჩინეთში, კორონავირუსით უჰანის ერთ-ერთი წამყვანი საავადმყოფოს
დირექტორი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათი
ცნობით, ლიუ ზიმინგი დილით, 10:30 საათზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული, წარსულში
ძარცვისთვის ნასამართლევი ნ.ხ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით
დააკავეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.