ზორეთის მიმდებარედ ნახანძრალ ტერიტორიაზე მონიტირინგი გაგრძელდება
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ზორეთის მემდებარედ გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში რჩებოდნენ მეხანძრე მაშველები. ნახანძრალ ტერიტორიაზე მონიტირინგი გაგრძელდება.

ხანძარი ზორეთის მიმდებარედ გუშინ 28 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში გაჩნდა. ცეცხლი ერთდროულად რამდენიმე კერაზე ბალახსა და ტყის მასივზე იყო გავრცელებული. რა ფართობი დაიწვა ჯერ უცნობია.

Print