ხანძარი ლიკანში ლოკალიზებულია - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
"ამ დროისთვის ლიკანთან არსებული ხანძარი სრულად ლოკალიზებულია, ექვემდებარება კონტროლს, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. სტაბილურად მივდივართ სალიკვიდაციო სამუშაოებისკენ. ეს იყო ურთულესი, მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა ტექნიკა და შედეგიც სახეზეა" - განაცხადა სტიქიის ზონაში მისულმა თემურ მღებრიშვილმა. საგანგებო სიტუაციების მართვის ხელმძღვანელის განცხადებით შედეგი ოპერატიული მოქმედებით დადგა.


ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია, ადგილზე მუშაობს საგამოძიებო ჯგუფი.


შეგახსენებთ ხანძრის ახალი კერა ბორჯომში, ლიკანის მიმდებარე მთაზე, წიწვოვან ტყეში გუშინ, პირველ სექტემბერს დაახლოებით დღის 12:00 საათისთვის გაჩნდა, ხანძრის წარმოშობის მიზეზებზე და ამ დროისთვის დამწვარ ფართობზე შესაბამისი უწყებები კომენტარს ვერ აკეთებენ. ტერიტორია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს ეკუთვნის.

12 დღის განმავლობაში ებრძოდნენ ხანძარს ქვაბისხევი-ზორეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხანძარი ლიკვიდირებულად გუშინ, პირველ სექტემბერს გამოცხადდა.




Print