ვეხმარებით როგორც შეგვიძლია - "ბაგების" მძღოლები მაშველებს ტრანსპორტირებაში ეხმარებიან
ბორჯომში ხანძრის ქრობის პროცესში მეორე დღეა აქტიურად მონაწილეობენ ე.წ. "ბაგის" ტიპის ავტომანქანის მძღოლები. ისინი პროცესში გუშინ  ხანძრის გაჩენისთანავე ჩაერთვნენ და ხანძრის კერებამდე მეხანძრე-მაშველების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფენ.

ხანძარი საკმაოდ რთულად მისადგომ ადგილზეა და რეალურად ხანძრის კერებამდე გზის გაჭრა გუშინ მოხდა, აქ შედარებით მარტივად "ბაგები" გადაადგილდებიან. ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია 40-მდე ავტომანქანა.





ბაგებს ბორჯომელი მძღოლები ტურისტების გადასაყვანად იყენებენ და ამ ტიპის მანქანებით ვიზიტორებს სათავგადასავლო ტურებს სთავაზობენ.




Print