"დროულად მოხდა მობილიზება, დარწმუნებული ვარ ცეცხლი შორს არ წავა" - ანტონ ობოლაშვილი
ამ წუთებში, ბორჯომში იმყოფება სამცხის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ანტონ ობოლაშვილი. დეპუტატი ხანძრის სალიკვიდაციო შტაბში მივიდა.

"დარწმუნებული ვარ ცეცხლი შორს არ წავა, დროულად მოხდა შესაბამისი სამსახურების მობილიზება"
- განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა. დეპუტატმა ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულ ყველა ადამიანს მადლობა გადაუხადა.

ხანძრის ახალი კერა ბორჯომში, ლიკანის მიმდებარე მთაზე, წიწვოვან ტყეში გუშინ, პირველ სექტემბერს დაახლოებით დღის 12:00 საათისთვის გაჩნდა, ხანძრის წარმოშობის მიზეზებზე და ამ დროისთვის დამწვარ ფართობზე შესაბამისი უწყებები კომენტარს ვერ აკეთებენ. ტერიტორია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს ეკუთვნის.

12 დღის განმავლობაში ებრძოდნენ ხანძარს ქვაბისხევი-ზორეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხანძარი ლიკვიდირებულად გუშინ, პირველ სექტემბერს გამოცხადდა.





Print