მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები - საგანგებო
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარეობს ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოები.

"არის მხრჩოლავი კერები, ყველა სამსახური მობილიზებულია, ვერტმფრენები არ ჩერდებიან და აგრძელებენ მუშაობას. ამ დროისთვის ხანძრის გავრცელების ფართობზე ვერაფერს გეტყვით" - უთხრეს ტელეკომპანია "ბორჯომს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ხანძრის ახალი კერა ბორჯომში, ლიკანის მიმდებარე მთაზე, წიწვოვან ტყეში გუშინ, პირველ სექტემბერს დაახლოებით დღის 12:00 საათისთვის გაჩნდა, ხანძრის წარმოშობის მიზეზებზე და ამ დროისთვის დამწვარ ფართობზე შესაბამისი უწყებები კომენტარს ვერ აკეთებენ. ტერიტორია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს ეკუთვნის.

12 დღის განმავლობაში ებრძოდნენ ხანძარს ქვაბისხევი-ზორეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხანძარი ლიკვიდირებულად გუშინ, პირველ სექტემბერს გამოცხადდა.


ბორჯომის ხეობის ხანძრების ქრონოლოგია
დეტალურად



Print