ბორჯომში ხანძრის ქრობის პროცესი დილიდან განახლდა
დღეს, 2 სექტემბერს, დილიდან განახლდა ხანძრის ქრობა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში. დილიდან განაახლეს მუშაობა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა. ადგილზე რჩებიან მეხანძრე-მაშველები, დაცული ტერიტორიების რეინჯერები და ჯარისკაცები.

გუშინ მთელი საღამოს განმავლობაში, ტყეში მუშაობდა მძიმე ტექნიკა და ხანძრამდე მისასვლელი გზების გაჭრა და ხეებისგან გათავისუფლება მიმდინარეობდა.

ხანძრის ახალი კერა ბორჯომში, ლიკანის მიმდებარე მთაზე, წიწვოვან ტყეში გუშინ, პირველ სექტემბერს დაახლოებით დღის 12:00 საათისთვის გაჩნდა, ხანძრის წარმოშობის მიზეზებზე და და ამ დროისთვის დამწვარ ფართობზე შესაბამისი უწყებები კომენტარს ვერ აკეთებე
ნ.




Print