ბორჯომში ვერტმფრენებმა მუშაობა განაახლეს
დღეს დილიდან მუშაობა განაახლა ავიაციამ. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი. ცეცხლი ბორჯომში, ცენტრალური სასაფლაოს უკან, წიწვოვან მთაზე, საკმაოდ მიუვალ ადგილზეა გავრცელებული. ხანძარი გუშინ დღის პირველ ნახევარში გაჩნდა. ავიაციასთან ერთად, პროცესში ჩართულები არიან, მეხანძრე-მაშველები, ეროვნული პარკის რეინჯერები, მეტყევეები და ჯარისკაცები.




ამავე თემაზე:

ფოტორეპორტაჟი სტიქიის ზონიდან - ლიკანში ხანძრის ახალ კერას ებრძვიან



Print