კვირიკეწმინდის ტაძრის სიახლოვეს ისევ ცეცხლი გაჩნდა - თემის რწმუნებული
თემის რწმუნებულის გურამ მაისურაძის ინფორმაციით, ამ წუთებში კვირიკეწმინდის (კვირიკეთი) ეკლესიის სიახლოვეს ისევ ცეცხლი გაჩნდა. სწრაფი რეაგირების მიზნით, მან მეხანძრე-მაშველებს უკვე შეატყობინა. მისი თქმით, უცნობია საიდან და როგორ გაჩნდა ცეცხლი ტაძრიდან 50 მეტრის დაშორებით, აქამდე ტერიტორიაზე საშიშროება მოხსნილი იყო.

"ახლა აქ ვარ და კვირიკეწმინდის ტაძრის სიახლოვეს გაჩნდა ცეცხლი, დაახლოებით 50 მეტრის მოშორებით. ნაძვნარს და ფიჭვნარს უკიდია ცეცხლი. მეხანძრე-მაშველებს შევატყობინე და იმედია მალე მოხდება ხანძრის ლიკვიდირება. ცოცხალი ძალა ადგილზე ისეც არის მობილიზებული და აგრძელებენ მუშაობას. მე როგორც კი დავინახე ეკლესიის სიახლოვეს ცეცხლი, მაშინვე შევატყობინე ბიჭებს. არ ვიცი საიდან და როგორ გავრცელდა, ტერიტორია აქამდე სრულად მოსუფთავებული იყო" - განაცხადა სატელეფონო საუბრისას თემის რწმუნებულმა გურამ მაისურაძემ. 


ამავე თემაზე:

"კვირიკეწმინდას (კვირიკეთი) ეკლესიამდე ცეცხლს არ მიუღწევია" - თემის რწმუნებული

კვირიკეწმინდის ტაძართან დაკავშირებით კულტურის სამინისტროს განცხადებას ავრცელებს


Print