,,ხანძრის ქრობის პროცესი დასკვნით ეტაპზე გადავიდა''-შსს
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს:
,,ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესი დასკვნით ეტაპზე გადავიდა.


ამ დროისთვის მუშავდება ცეცხლის დარჩენილი რამდენიმე მცირე მასშტაბის აქტიური და მხრჩოლავი კერა. გაყვანილია გზები მძიმე ტექნიკის დახმარებით და გრძელდება დარჩენილ კერებთან გზების მიყვანის პროცესი.

დილიდან სალოკალიზაციო სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობს ავიაცია.''

Print