ბორჯომის სოფლებში ძლიერი დაკვამლიანებაა
ბორჯომის  სოფლებში ქვაბისხევში, ჩითახევში, საკირე-ტაძრისსა და დვირში დილიდან ძლიერი დაკვამლიანებაა, გართულებულია ხილვადობა.
"დაკვამლიანება გამოიწვია ქარის ჩადგომამ. ქარი კვამლს ვეღარ ფანტავს და ერთ ადგილზე დაგროვდა" - ამბობს ტელეკომპანია ბორჯომთან საუბრისას გურამ მაისურაძე, მერის წარმომადგენელი დვირის ადმინისტრაციულ ერთეულში.

მისივე განცხადებით წუხელ ცეცხლის 40-მდე კერა ფიქსირდებოდა, დილიდან განახლდა ქრობის პროცესი. ამ დროისთვის სამუშაოები სლესის ციხის და ე.წ "ქვენაწიას" მიმდებარე ტერიტორიაზე ხორციელდება.

შეგახსენებთ ხანძარი ბორჯომის ხეობაში, ქვაბისხევის ტერიტორიაზე 19 აგვისტოს გაჩნდა. ამ დრომდე მიმდინარეობს ლოკალიზების სამუშაოები.


ხანძრის ქრონოლოგიას გაეცანით ბმულზე - ხანძარი ბორჯომის ხეობაში
Print