სტიქიის ზონაში ცეცხლის ქრობის
სამუშაოებში საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10
კადრირებული ბრიგადის ტერიტორიული რეზერვის 102-ე ბატალიონის ასეული
ჩაერთო.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეზერვისტები სოფელ
აწყურის მიმართულებაზე არიან გადასროლილი და საგანგებო სიტუაციების
მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებთან კოორდინირებით სხვადასხვა
მხარდამჭერ ამოცანას ასრულებენ, მათ შორის ცეცხლის კერების შეკავება,
ასევე პერიმეტრზე მონიტორინგი და პატრულირებაა.
102-ე ბატალიონის რეზერვისტებს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების
სპეციალური სწავლება, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP)
ფარგლებში, დანიელი სამხედროების, ეროვნული გვარდიის ინსტრუქტორებისა
და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დახმარებით აქვთ
გავლილი. ასეული დანიური მხარის მიერ გადაცემული კრიზისებზე
რეაგირების ინვენტარითაცაა აღჭურვიული.