"კვირიკეწმინდას (კვირიკეთი) ეკლესიამდე ცეცხლს არ მიუღწევია" - თემის რწმუნებული
დვირის თემის რწმუნებულის გურამ მაისურაძის ინფორმაციით, კვირიკეწმინდას (კვირიკეთი) ეკლესია ხანძარს არ დაუზიანებია. მისი თქმით, გასულ დღეებში ცეცხლი სალოცავის მიმდებარედ იყო გავრცელებული, დაახლოებით 200-300 მეტრის მოშორებით, თუმცა ცეცხლმა ეკლესიამდე ვერ მიაღწია. მაისურაძის განცხადებით, მეხანძრე-მაშველები სისტემატურად მუშაობენ იმისათვის, რომ ცეცხლის გავრცელება არ მოხდეს ეკლესიამდე და დასახლებულ პუნქტამდე.

კვირიკეწმინდას ეკლესია მდებარეობს სამცხე-ჯავახეთში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვაბისხევის პირდაპირ მტკვრის მარჯვენა მხარეს, სოფ. დვირიდან ჩრდილო- დასავლეთით, 3 კმ-ის მანძილზე.

ადგილობრივი მოსახლეობა მას მოიხსენიებს საკვირიკეს სახელით. გიორგი მერჩულეს გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების მიხედვით კვირიკეწმინდა ააგო გრიგოლ ხანძთელის მოწაფემ, ქრისტეფორემ.

კვირიკეწმინდა სამნავიანი ბაზილიკაა.შუა, ცენტრალური ნავის კამარა ჩამონგრეულია. დანგრეულია სამხრეთის ნავი და ამოვსებულია თავისივე ნანგრევებით.ასევე დანგრეულია მთავარი ნავის დასვლეთი კედელი მთლიანად.
Print