"ბორჯომში მოსახლეობისკენ ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს" - თავდაცვის მინისტრი
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე,  რომელიც ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის პროცესს ადევნებს თვალს, ამბობს, რომ ადგილობრივ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

"ჩვენ ამ ეტაპზე მობილიზებული გვყავს ტექნიკა, ყველა საშუალება, რაც შეიძლება აქ იყოს საჭირო. ასევე, ცოცხალი ძალა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ რისკები არის შემცირებული და აღარ არის გუშინ არსებული რისკები, თავიდან არის არიდებული და ის კერები ლოკალიზებულია, რაც შეიძლებოდა დასახლებული პუნქტების მიმართულებით გავრცელებულიყო", - თქვა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ცნობისთვის, ხეობაში ხანძარი 19 აგვისტოს გაჩნდა. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირებაზე მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები. ასევე ჩართულია ტექნიკა, მათ შორის ვერტმფრენები.




Print