"ადგილზე მობილიზებულია 3 ვერტმფრენი და 250 მეხანძრე" - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
უკვე მესამე დღეა, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მეხანძრე-მაშველები ხანძრის ლიკვიდაციას ცდილობენ. ცეცხლი, ქვაბისხევი-ზორეთის მიმდებარედ არსებულ ტყეში გაჩნდა. რთული რელიეფის გამო გართულდა ტექნიკის ადგილამდე მიყვანა. დღეიდან პროცესში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. დღის განმავლობაში ცეცხლი ტყის მასივს მოედო და შეინიშნება ძლიერი დაკვამლიანება. დღის ბოლოს, დამატებითი რესურსის მობილიზება გახდა საჭირო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა პირველი კომენტარი გააკეთა.
Print