ქვაბისხევის მიმდებარედ ცეცხლი ტყის მასივზე ვრცელდება
ქვაბისხევის მიმდებარედ, ცეცხლი უკვე ტყის მასივზე ვრცელდება და ფართობი იზრდება. მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს ქარი.



ტყის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია 100 მეხანძრე (როგორც ადგილობრივი, ასევე მეზობელი მუნიციპალიტეტებიდან) და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელმაც თავდაპირველად შეასრულა სამუშაო. შემდეგ კი დროებით გაჩერდა.

ვერტმფრენმა მუშაობა ახლახან განაახლა. რელიეფი არის კლდოვანი და მიუვალი.



გავრცელებული ინფორმაციით, ტერიტორიაზე გამოჩნდა კიდევ ერთი ვერტმფრენი, რომელმაც სადაზვერვო სამუშაოები შეასრულა.
Print