ბორჯომში, არდაგნის მიმდებარედ ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ბორჯომში, სავარაუდოდ არდაგნის მიმდებარედ, ტყეში ცეცხლი იყო გავრცელებული. ხანძარი დასახლებული ზონიდან შედარებით მოშორებით იყო. თვითმხილველების ინფორმაციით, ცეცხლი დღეს, 20 აგვისტოს, შუადღეს გაჩნდა.


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია და ადგილზე არავინ დაშავებულა. 


ცნობისთვის, ცეცხლია გაჩენილი ქვაბისხევი-ზორეთის მიმდებარედ არსებულ ტყეშიც. მეხანძრე-მაშველები მთელი დღეა ხანძრის ლიკვიდაციაზე მუშაობენ. 




ამავე თემაზე:


ზორეთის მიმდებარედ ხანძარი ლიკვიდირებული ამ დრომდე არ არის
Print