ახალი ამბები
საცხოვრებლად ყველაზე ძვირი ქვეყნების ათეული
გამოცემა CEO World-მა 2020 წელს საცხოვრებლად ყველაზე ძვირი ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა.
გამოცემამ კვლევის ჩატარებისას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მონაცემები ერთმანეთს შეადარა. მათ კვლევისას ძირითადად 5 მთავარი ინდიკატორი გამოიყენეს. ესენია: ცხოვრების ხარჯები, საცხოვრებლის (ბინის) გადასახადი, ყოველდღიურად აუცილებელი საკვების ფასები, რესტორნების ფასები და ადგილობრივი ვალუტის მსყიდველობითი უნარი.
შედეგების მიხედვით გამოვლინდა, რომ 2020 წლისთვის მსოფლიოს ყველაზე ძვირი ქვეყანა საცხოვრებლად შვეიცარიაა, ყველაზე იაფი კი პაკისტანი. აღსანიშნავია, რომ კვლევა სულ მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჩატარდა.

შედეგების მიხედვით, საცხოვრებლად ყველაზე ძვირ 20 სახელმწიფოს შორის 9 ევროპაში, ხოლო 5 აზიაში მდებარეობს. რაც შეეხება მსოფლიოს ყველაზე ძვირი ქვეყნების ათეულს, მათი რეიტინგი ასე გამოიყურება:

1. შვეიცარია
2. ნორვეგია
3. ისლანდია
4. იაპონია
5. დანია
6. ბაჰამის კუნძულები
7. ლუქსემბურგი
8. ისრაელი
9. სინგაპური
10. სამხრეთ კორეა

რაც შეეხება საქართველოს, ის რეიტინგში არსებულ 132 ქვეყანას შორის 123-ე ადგილს იკავებს.

წყარო: bpn.ge

Print