მსოფლიო
ქარიშხალმა ,,ირმამ" ოკეანე ,,შეხვრიპა" ?
უცნაურ კადრებს ავრცელებს Twitter-ის მომხმარებელი @Kaydi_K. .. ეს არის კუნძული ლონგ-აილენდი, ბაჰამა, და როგრც ხედავთ აქ ოკეანე გამქრალია,“ , - წერს იგი სოციალურ ქსელში და მის მიერ გადაღებულ ვიდეოს ტვირთავს.

კადრებში ჩანს დამშრალი ოკეანის სანაპირო, რომელსაც ქარიშხალმა გადაუარა და ოკეანიდან წყალი გააქრო.
თვითერის მომხმარებლები ამ მოვლენას ქარიშხალ ,,ირმას“ უკავშირებენ, რომელიც ატლანტის ოკეანეში თავს დაატყდა ბაჰამის კუნძულებს. ბაჰამის კუნძულები ინგლისურენოვანი ქვეყანაა, რომელიც კუბის სიახლოვეს მდებარეობს. ის 700-ზე მეტი დიდი და მომცრო კუნძულებისგან შედგება.
ბაჰამის კუნძულების კლიმატი სუბტროპიკულიდან ტროპიკულში გარდამავალია და მნიშვნელოვნადაა შერბილებული გოლფსტრიმის დინების წყლის გავლენით, განსაკუთრებით ზამთარში.
თუმცა ეს ფაქტი ხშირად ძალიან სახიფათოა ზაფხულსა და შემოდგომაზე, როდესაც კუნძულების ან მათ სიახლოვეს ქარიშხლები ქრის.
1992 წლის ატლანტიკური ქარიშხლების სეზონის დროს, ჩრდილოეთ კუნძულებს ქარიშხალმა ენდრიუმ შეუტია, 1999 წელს უმრავლეს კუნძულს გადაუარა ქარიშხალმა ფლოიდმა, 2011 წელს კი ქარიშხალმა აირინმა არქიპელაგი მთლიან სიგრძეზე გადაკვეთა. 2017 წლის სექტემბერი კი ბაჰამის კუნძულების ისტორიაში სწორედ ამ უცნაური მოვლენით შევა, რომელიც ქარიშალმა ,,ირმამ“ გამოიწვია.


Print