მსოფლიო
ევროკავშირმა რუსეთისათვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ლუქსემბურგში ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთისათვის სანქციების გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს, კომუნიკეში აღნიშნულია, რომ სანქციები 2018 წლის 23 ივლისამდე გაგრძელდება, აღნიშნული სანქციები კრძალავს ყირიმიდან და სევასტოპოლიდან ევროკავშირის ქვეყნებში პროდუქტების იმპორტს, ინვენსტიციასა და ტურისტულ სფეროში მომსახურეობას, ასევე კრძალავს ტექნოლოგიების ექსპორტს ტრანსპორტის, სატელეკომუნიკაციო და ენერგეტიკის სფეროში,
ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საქმეთა წარმომადგენელის 2017 წლის 17 მარტის განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული სანქციები რუსეთს ყირიმის ანექსიისათვის დაუწესდა და არაღიარების პოლიტიკის გატარებას ემსახურება

Print