მსოფლიო
უკრაინელებს უკვე შეუძლიათ ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა
უკრაინამ დააკმაყოფილა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის კრიტერიუმები და დღეიდან უვიზო მიმოსვლა შენგენის ქვეყნებთან ოფიციალურად ამოქმედდა. ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც ბიომეტრიული პასპორტი აქვთ 11 ივნისიდან ევროკავშირის წევრ 30 ქვეყანაში გამგზავრება და იქ 90 დღით დარჩენა 180 დღის განმავლობაში შეუძლიათ,
პრეზიდენტი პოროშენკო დღეს 11 ივნისს კარპატებიდან სლოვაკეთის საზღვარს გადაკვეთს და და სლოვაკეთის პრეზიდენტს ანდრეი კისკას შეხვდება, პრეზიდენტები მონაწილეობას მიიღებენ უკრაინასა და შენგენის ზონის ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლისადმი გამართულ სიმბოლურ საზეიმო ცერემონიალში .
ეს არის რუსეთის იმპერიასთან საბოლოო გამომშვიდობება, ჩვენ აღარასოდეს დავბრუნდებით საბჭოთა კავშირში იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ამაყი და თავისუფალი ერი რომელიც ევროკავშირის ოჯახში ბრუნდება. განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ.
მოლდოვასა და საქართველოს შემდეგ უკრაინა მესამე ქვეყანაა, რომლის მოქალაქეებიც ვიზალიბერალიზაციით ისარგებლებენ,

Print