მსოფლიო
ავსტრიაში ჩეჩნეთიდან გადასული შეიარაღებული პირები დააკავეს
ვენაში 3 თებერვლის საღამოს პოლიციამ 22 შეიარაღებული მამაკაცი დააკავა. დადგინდა რომ დაკავებულები ავსტრიაში ჩეჩნეთიდან არიან გადასულები.
მათი დაკითხვა ამ დრომდე მიმდინარეობს. პოლიცია ცდილობს გაარკვიოს არიან თუ არა დაკავებულები კრიმინალური დაჯგუფების წევრები. ავსტრიის პოლიცია ასევე არკვევს რა სტატუსით იმყოფბიან ისინი ავსტრიის ტერიტორიაზე და რატომ იყვნენ შეიარაღებულები.
ინფორმაციას ამ ფაქტის შესახებ TACC -ის საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

Print