ახალი ამბები
დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონია თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება
ვაშინგტონში დღეს აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონია თბილისის დროით საღამოს 9-ის ნახევარზე დაიწყება. 9 საათზე კი პრეზიდენტად არჩეული ფიცს დადებს, ორ ბიბლიაზე. ერთი აბრაამ ლინკოლნის არის და ეს უკვე პრეზიდენტების ტრადიციად იქცა. მეორე ბიბლია კი პირადად ტრამპს ეკუთვნის, რომელიც მას დედამ აჩუქა. მზად არის დონალდ ტრამპის სიტყვა, რომელიც მისი მრჩევლის აზრით, საკმაოდ შთამბეჭდავი იქნება.
ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრებიან აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები, ჯიმი კარტერი, ბილ კლინტონი და ჯორჯ ბუში უმცროსი. ასევე აშშ-ის კონგრესის წევრები, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები.

სპეციალურად ღონისძიებისთვის ქალაქსა და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები უპრეცედენტოდ გაძლიერებულია. დედაქალაქში უსაფრთხოებას 28 ათასი სამართალდამცველი, სპეც რაზმი და სნაიპერი დაიცავს.
უკვე ცნობილია, რომ დღეს ინაუგურაციას 58 დემოკრატი კონგრესმენი ბოიკოტს გამოუცხადებს. დღესვე პრეზიდენტის პოსტზე დონალდ ტრამპი პირველ ბრძანებასაც მოაწერს ხელს, მიგრაციის საკითხებზე და გააუქმებს ობამას მიერ ხელმოწერილ რამდენიმე ბრძანებასაც.

Print