სპორტი
ბორჯომში, საერთაშორისო ტურნირი გაიმართა ძიუდოში
ბორჯომში, საერთაშორისო ტურნირი გაიმართა ძიუდოში. შეჯიბრი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც მონაწილეობა მიიღეს სპორტსმენებმა როგორც საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან, ასევე სხვა ქვეყნებიდან.
მედლები გათამაშდა 27 დან 73 კილოს კატეგორიაში. პირველ, მეორე, მესამე ადგილებზე გასულ გამარჯვებულებს გადაეცათ თასები, მედლები და სიგელები.
შეჯიბრი ბორჯომის სასპორტო სკოლის და ძიუდოს ეროვნული ფედერაციის მიერ იყო ორგანიზებული. ტურნირი ტრადიციულია და წელიწადში ორჯერ, შემოდგომაზე და გაზაფხულზე ტარდება.


Print