მსოფლიო
გაზპრომი უდიდეს ბაზარს კარგავს, - თურქეთმა შავ ზღვაში გაზის მარაგი აღმოაჩინა

რუსული გაზპრომი ერთ-ერთ უდიდეს ბაზარს კარგავს,- თურქეთმა, რომელმაც ბოლო სამი წლის განმავლობაში გაანახევრა გაზის იმპორტი რუსეთიდან, შესაძლოა მთლიანად უარი თქვას რუსულ ნედლეულზე,

თურქეთის ხელისუფლების მტკიცებით, შავი ზღვის შელფზე ბუნებრივი აირის 320 მილიარდი კუბური მეტრი მარაგი აღმოაჩინა, რომლის მოპოვებასაც სავარაუდოდ, 2023 წელს დაიწყებს.

ქვეყნის ფინანსთა და ხაზინას მინისტრის, ბერატ ალბეიაკის განცხადებით, შავი ზღვაში საკუთარი რეზერვების აღმოჩენა მთლიანად შეავსებს ქვეყანის დეფიციტს და შესაძლებელი გახდება მისი ექსპორტი.

რუსეთი რომელიც თურქეთის ყველაზე მსხვილი გაზის მიმწოდებელია (16 მლრდ კუბ მ. წელიწადში) სერიოზული პრობლემის წინაშეა, სამხრეთის ნაკადი, რომლითაც რუსული 62 მილიარდი კუბ, მ. ნედლეული ევროპში თუქეთის გავლით უნდა წასულიყო და რომელიც 16 მილიარდი ევრო დაჯდა ევროკავშირის ზეწოლით 2014 წლიდან შეჩერებულია.

2019 წლიდან თურქეთმა გაანახევრა რუსული გაზის შესყიდვა და გაზარდა თხევადი ნედლეულის იმპორტი და აზერბაიჯანული გაზის შესყიდავა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ თურქეთი ახლო მომავალში მთლიანად უარს იტყვის რუსულ გაზზე,

გაზპრომში ჯერ-ჯერობით კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა VYGON Consulting-ის კონსულტანტი ეკატერინა კალბიკოვას აზრით თურქეთის ხელისუფლების განცხადება შავი ზღვის შელფიდან 3 წელიწადში გაზის მოპოვების შესახებ არარეალურია, ,,ნორვეგიასაც კი რომელიც შელფიდან გაზის მოპოვების ლიდერია მისი სრული რეალიზაციისთვის 15 წელი ჭირდება, კალბიკოვა მიიჩნევს, რომ იმ რისკების გათვალისწინებით. რაც საბადოს მარაგის შემცირებასთან შეიძლება იყოს გათვალისწინებული ნებისმიერი პროექტი არარენტაბელურია“ - აცხადებს ეკატერინა კალბიკოვა.


 

Print