მოდაშია ყველაფერი, რაც გიხდებათ
იყო მოდური, ერთგვარი ნიშანია იმისა, რომ იმ საზოგადოებაში დაიმკვიდრო თავი, სადაც ჩვენ გვაფასებენ სამოსის მიხედვით. მოდური ჩაცმა გვეხმარება ვიყოთ უფრო მეტად თავდაჯერებულნი. როგორი სამოსი იქნება 2017 წელს მოდაში? როგორც ახალი მოდის დიზაინერები გვამცნობენ, მომავალ წელს გარდერობში უპირატესობა უნდა მიანიჭოთ თეთრ პერანგს, რომელიც კვლავ აქტუალურია როგორც ქალებისათვის, ასევე კაცებისათვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ოფისებში მუშაობს.

მოდიდან არ გადადის აბრეშუმის შრიალა, ფერად-ფერადი კაბები, ოღონდ უკვე მოშიშვლებული მხრებით და არა ღრმა დეკოლტეთი, როგორც ეს გასულ წელს იყო მოდაში.

ტყავი, მაქმანი, აბრეშული, შალი - შეგიძლიათ მათი კომბინაცია სამოსში ნებისმიერ სეზონზე თამამად გამოიყენოთ. სეზონის მთავარი აქსესუარია ქამარი. მოდაში რჩება პლისე და ბრჭყვიალა დეტალებით მორთული ჩანთები.

რეალურად - მოდა ბიზნესია. მოთხოვნა ზრდის წარმოების რაოდენობას, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერ ბიზნესში. მოდის ძირითადი აზრი მდგომარეობს ადამიანის მიერ ახლის ძიებისა და მუდმივი განვითარებისკენ სწრაფვაში. ასე რომ იყავით თამამები და ინოვაციურები, არ დაივიწყოთ, რომ მოდაშია ყველაფერი, რაც გიხდებათ.

Print