ეს საინტერესოა
საჩუქრების იდეები თუ თქვენ „საიდუმლო სანტას“ თამაშობთ
თუ თქვენ “საიდუმლო სანტა” ხართ და არ იცით რა აჩუქოთ თქვენს მეწყვილეს, არ ინერვიულოთ, გთავაზობთ საჩუქრების ჩამონათვალს, რომლებიც ყველაზე აქტუალური, ხელმისაწვდომი და საჭიროა.

ბოლო წლების განმავლობაში ამ წინსაახალწლო თამაშში ბევრი ადამიანი ჩაერთო. თამაში დეკემბრის დასაწყისში იწყება და ახალ წლამდე გრძელდება. ძირითადად „საიდუმლო სანტას“(Secret Santa) ოფისებში თამაშობენ. თამაშის დაწყებისას წილისყრის შედეგად ირკვევა, ვინ არის ადამიანი, რომელიც ახალ წლამდე საჩუქრებით უნდა გაახარო და გაანებივრო. მთავარია შენი მეწყვილის ვინაობა საიდუმლოდ შეინახო.

ვიდრე მთავარ საჩუქარს შეიძენთ, წაახალისეთ თქვენი ადრესატი პატარ-პატარა სუვენირებით და დაუტოვეთ დამაინტრიგებელი ბარათები.

ტკბილეული
ყველაზე აქტუალურია, ის ყველას უყვარს და ახალისებს. განსაკუთრებით წინასაახალწლოდ. აქ თუ იმასაც გაითვალისწინებთ, რომ ეს გემრიელობები შეიძლება თქვენც შეგხვდეთ და თქვენი საჩუქრის ადრესატი ოფისში ყველას გაუმასპინძლდეს, მაშინ ტკბილეულის ჩუქება აუცილებელიც არის.



ლამაზი, ორიგინალური, საინტერესო წარწერებიანი ჭიქაც ერთ-ერთი საჭირო და სასარგებლო საჩუქარია. აქ უკვე თქვენზეა დამოკიდებული, როგორ ჭიქას შეარჩევთ, რა წარწერას გაუკეთებთ, იქნებით სერიოზულები თუ იხალისებთ თქვენც და გაახალისებთ მასაც.



თუ თქვენი საჩუქრის ადრესატს წიგნების კითხვა უყვარს, წიგნი არ იქნება ურიგო საჩუქარი, მთავარია იცოდეთ რა ჟანრს კითხულობს და გაითვალისწინოთ მისი გემოვნება და ინტერესების სფერო. ეს ის საჩუქარია, რომელსაც სეზონი არ აქვს.



ყველა მაღაზიაში ახალ წლამდე საახალწლო დეკორაციების და სუვენირების ფართო არჩევანია. ხოდა გაიარეთ მაღაზიებში, გაითვალისწინეთ თქვენი საჩუქრის ადრესატის გემოვნება, თქვენი ფინანსური მდგომარეობა და შეიძინეთ ბრჭყვიალა და ფერადი საახალწლო დეკორი. მაგალითად, ნაძვის ხის ორიგინალური ხის სათამაშოები ბოლო დროს განსაკუთრებით ტრენდული გახდა.



არ დაივიწყოთ აქსესუარები როგორც ქალისთვის ისე კაცისთვის. ეს ის ნივთებია, რომლებიც ბევრი და ზედმეტი არასდროს არ არის და ამ კატეგორიის საჩუქრები ყველას სიამოვნებს.



თუ თქვენი ადრესატი თქვენი მენეჯერია და თან ჰალსტუხების კოლექციაც აქვს, ბევრი ფიქრი საჭირო არ არის, უბრალოდ კარგად დააკვირდით და არ გამეორდეთ, სასურველია ასეთ დროს განსხვავებული ფერის ჰალსტუხის ჩუქება.



ასევე, შეგიძლიათ აჩუქოთ ბრენდირებული საწერი კალამი, მეხსიერების ბარათი ან სამუშაო მაგიდაზე დასადგმელი დეკორაცია.



ეს არის საჩუქრების მცირე ჩამონათვალი, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ პირველ რიგში თქვენი საჩუქრის ადრესატის გემოვნება, სურვილები და ინტერესები გაითვალისწინოთ.დანარჩენი კი დამოკიდებულია თქვენს ორიგინალურ იდეებზე და ფანტაზიაზე. 

არ დაგავიწყდეთ საჩუქარს თან დაურთოთ ლამაზი ბარათი წარწერით.


Print