ეს საინტერესოა
კატამ პატრონს სიმსივნე აღმოუჩინა
ამერიკელი ქალი, რომელსაც მკერდის კიბოს მესამე სტადიის სიმსივნე დაუდგინდა, დარწმუნებულია, რომ მისმა შინაურმა ცხოველმა, კატა ოგიმ, სცადა გაეფრთხილებინა იგი დაავადების შესახებ.
მინესოტას შტატ სენტ-პოლუს 35 წლის მკვიდრმა თქვა, რომ ერთ ღამეს მწვავე ტკივილმა გაიღვიძა და მარცხენა მკერდზე შესიებული ბურთულა ნახა ექიმებმა ქალს კიბოს მესამე სტადიის დიაგნოზი დაუსვეს. ქეით კინგ-სკრიბინსი დარწმუნებულია, რომ სიმპტომების გამოჩენამდე დიდი ხნით ადრე კატა ცდილობდა გაეფრთხილებინა იგი საშიში დაავადების შესახებ.

"ოგის ყოველთვის მოსწონდა ჩემს მკლავებში ჯდომა, მაგრამ სიმსივნის აღმოჩენამდე რამდენიმე თვით ადრე იგი ხშირად ითხოვდა ხელში აყვანას და მარცხენა მკერდზე მიხუტებას", - ამბობს კინგ სკრიბინსი.

ქიმიოთერაპიის მსვლელობისას ოგიმ იგივე ქცევა განაგრძო და მხოლოდ სიმსივნის მოხსნის შემდეგ შეწყვიტა იმ ადგილას მიხუტება, სადაც სიმსივნე იყო.

კინგ სკრიბინსმა თქვა, რომ მას ესმის ხალხის, რომლებიც სკეპტიკურად უყურებენ მის ამბავს, მაგრამ ის დარწმუნებულია, რომ კატა ნამდვილად ცდილობდა მის გაფრთხილებას. "მას რომ შეძლებოდა ლაპარაკი, რამდენიმე თვით ადრე დავიწყებდი მკურნალობას", - თქვა ამერიკელმა. ამჟამად იგი თავს კარგად გრძნობს და უკვე დაუბრუნდა სამსახურს.

Print