ეს საინტერესოა
ჩაშუშული ბოსტნეული - უგემრიელესი სამარხვო კერძი
მარხვის დროს ბოსტნეულის რაციონს განსაკუთრებული უპირატესობა ენიჭება, ამიტომ ბოსტნეულისაგან მომზადებული კერძები ამ პერიოდში მეტ აქტუალობას იძენს. უგემრიელესი ბოსტნეულის ჩაშუშული შეიძლება სწრაფად და მარტივად მოვამზადოთ.

ინგრედიენტები
• ნიორი - 1 კბილი
• ხახვი - 1 ც
• სტაფილო - 1 ც
• წითელი ბულგარული წიწაკა - 1 ც
• პამიდორი - 2 ც
• ბოსტნეულის ბულიონი - 1/2 ჭიქა
• წყალი - 1/2 ჭიქა
• დაფნის ფოთოლი - 1 ც
• დაჭრილი ქინძი - 1 სკ
• სიმინდის მარცვლები - 3 სკ

მომზადების წესები
ნიორი დაჭერით და ტაფაზე 1 სკ ზეტში მოთუშეთ. ხახვი დაჭერით და დაუმატეთ ნიორს.
სტაფილო გაჭერით გრძივად და შემდეგ - კუბიკებად. ისიც შეურიეთ ხახვსა და ნიორს.
წითელი ბულგარული დაჭერით წვრილ კუბებად და დაუმატეთ ბოსტნეულს.
სანამ ყველაფერი სრულად მოითუშება, დაამატეთ მარილი გემოვნებით და სასურველი სუნელები (შავი პილპილი, ჩილი, პაპრიკა, ორეგანო...) შემდეგ დაუმატეთ დაჭრილი პამიდორი და კარგად ამოურიეთ.
შემდეგ დაუმატეთ ბოსტნეულის ბულიონი და წყალი. ბოლოს დაუმატეთ ერთი დაფნის ფოთოლი და ქვაბს თავი დააფარეთ.
5 წუთის შემდეგ დაუმატეთ მოხარშული ლობიო, სიმინდი, ბოლოს კი ქინძი. კიდევ ხუთი წუთი დააყოვნეთ და მზად არის.
გემრიელად მიირთვით!

Print