ეს საინტერესოა
ლომვეშაპს გრენლანდიაში ყინულზე დაეძინა და ირლანდიაში გაეღვიძა
მარტის შუა რიცხვებში, ირლანდიის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროსთან, ატლანტის ოკეანეში, კუნძულ ვალენტიაზე ადგილობრივებმა უჩვეულო სტუმარი შენიშნეს. ალან ჰულიხანმა, რომელიც ხუთი წლის ქალიშვილთან ერთად სანაპიროზე დადიოდა, სმარტფონით გადაიღო დიდი ლომვეშაპი, რომელიც წყლიდან ამოვიდა და ნაპიროს კლდეზე წამოწვა.
საზღვაო ბიოლოგისა და ადგილობრივი აკვარიუმის დირექტორის კევინ ფლენერის აზრით, ეს არის ირლანდიის ისტორიაში პირველი არქტიკის ვიზიტორი. სპეციალისტი ფიქრობს, რომ სავარაუდოდ, ლომვეშაპს მოზრდილ ყინულზე დაეძინა და დრეიფით გრენლანდიიდან ატლანტის ოკეანეის შუა ნაწილში მოხვდა.
ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ, ლომვეშაპი ალბათ ძალიან დაღლილი და მშიერი იყო, ამიტომ ბიოლოგმა ადგილობრივებს სთხოვა, ხელი არ შეეშალათ ცხოველისთვის ან მასთან ძალიან ახლოს არ მისულიყვნენ. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ დასვენების შემდეგ, უჩვეულო სტუმარი შეძლებს საკუთარი ძალების მოკრებას სახლში დამოუკიდებლად დაბრუნებას, წერს Independend



Print