ეს საინტერესოა
პინგვინი, რომელიც ვეშაპებს გაექცა ტურისტებს ნავში ჩაუხტა (ვიდეო)
40 წლის ბლოგერი მეთ კარსტენი და მისი მეუღლე ანა, ანტარქტიდაში გერლახის სრუტეში აისბერგის ტურის დროს უჩვეულო ვითარების მომსწრენი გახდნენ.
ტურისტებმა წყალში მკვლელი ვეშაპები შენიშნეს რომლებიც პინგვინს მისდევდნენ. პინგვინმა, რომელიც ვეშაპებსა და ნავებს შორის იყო მოქცეული,  თავის გადასარჩენად ტურისტების ნავთან მიცურა, ამის შემდეგ ის ტურისტების ნავში ჩახტა.

ბორტზე ასვლაში მას ტურისტები დაეხმარნენ , მკვლელი ვეშაპები, რომლებმაც თავიანთი ნადავლი დაკარგეს, ადგილს მოშორდნენ და უკან გაცურეს,

იღბლიანმა პინგვინმა კი მშვიდად გააგრძელა ნავში ყოფნა, მანამ სანამ უსაფრთხო ადგიზე არ გავიდნენ, შემდეგ კი წყალში გადახტა და თავის გზით წავიდა წერს The Sun.


Print