ეს საინტერესოა
"ზღვის ბოშები" - ადამიანი ამფიბიები
"ზღვის ბოშები". ასე უწოდებენ სამხრეთ აზიაში ბაჯაოს ტომის ხალხს, რომლებიც ჩვეულებრივი ადამიანისაგან განსხვავებით სახლებს არა მიწაზე არამედ ზღვაში აშენებენ, - ისინი უკვე საუკუნეა ცხოვრების ამ სტილს მისდევენ ნავებში ცხოვრობენ რომელსაც სასაცილო სიტყვას "ლეპა-ლეპას" უწოდებენ. დღე და ღამე ზღვის დინებას მიჰყვებიან და თევზაობენ, რაც მათი არსებობისთვის აუცილებელია.
მათ არ შეუძლიათ კითხვა ან წერა, უგულებელყოფენ კალენდარსა და პასპორტებს და არაფერი იციან ინტერნეტის შესახებ. სამაგიეროდ ამ ტომის წარმომადგენლებს შეუძლიათ სკაფანდრისა და ჟანგბადის ბალონის გარეშე ათეულობით მეტრის სიღრმეზე ჩაყვინთვა და წყლის ქვეშ.დიდხანს დარჩენა, ცხოვრების ასეთმა წესმა შეცვალა მათი გენეტიკური კოდი,


ბაჯაოს ტომის ხალხის მთელი ცხოვრება წყალს უკავშირდება. ისინი თავს თევზაობით, ირჩენენ. ტვირთთან და წყალგაუმტარ სათვალეებთან ერთად, ისინი 30 მეტრის სიღრმეზე ეშვებიან და 5 წუთის განმავლობაში შეუძლიათ იქ დარჩენა. ზოგიერთ მეთევზეს - 13 წუთამდეც კი შეუძლია ჟანგბადის ბალონის გარეშე ჩაყვინთვა. ჩვეულებრივად თევზებს შუბებით იჭერენ. ტომის წარმომადგენლები თევზს ნაპირზე ყიდიან და მიღებული ფულით მტკნარ წყალსა და საკვებს ყიდულობენ.
ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ბაჯაო გარკვეულწილად მუტანტია. წყალქვეშა ცხოვრების წესის გამო, ტომმა განიცადა გენეტიკური კოდის მუტაცია. მათი ელენთა ჩვეულებრივ ადამიანთან შედარებით დაახლოებით 2-ჯერ მეტი ზომისაა, რაც მათ წყლის ქვეშ დიდხანს დარჩენაში ეხმარება.


ქვეყნები რომელთა ტერიტორიაზეც ცხოვრობენ მომთაბარეები (ესენია ფილიპინები, მალაიზია და ინდონეზია) არ არიან კმაყოფილი მათი მეზობლობით და არ აღიარებენ მათ, რადგან ყოფილა თევზის ბარბაროსული მეთოდებით მოპოვების შემთხვევები, რის გამოც ადგილობრივ გარემოსდამცველებს ხშირად მოსდით მათთან კონფლიქტი. როდესაც ,,ზღვის ბოშები“ დინამიტს იყენებენ რითაც აზიანებენ, ზღვის ბინადრებს და მარჯნის ეკოსისტემებს.თუმცა ეს ტომის წევრებს სრულიად არ აღელვებთ: ბოლო ხანებში შეინიშნება ბაჯაოს ახალგაზრდა თაობის მიგრაცია მიწაზე. ახალგაზრდები ცდილობენ მიიღონ განათლება უფრო ცივილიზებული ცხოვრების წესით იცხოვრონ.


Print