ეს საინტერესოა
2040 წლისთვის დედამიწის უზარმაზარ ნაწილს წყლი დაფარავს
ესპანეთის გეოლოგიისა და სამთო ინსტიტუტის მკვლევარების საერთაშორისო ჯგუფმა 34 ქვეყნის 200 წერტილში ნიადაგის დაწევის შესახებ. მონაცემები შეისწავლა. მიღებული ანალიზის შემდეგ, მეცნიერებმა შეადგინეს მოდელი, რომელიც ასახავს ლანდშაფტის ცვლილებებს უახლოეს მომავალში.
მიღებული შედეგები საგანგაშოა: თუ დინამიკა არ შეიცვლება, დაახლოებით 12 მილიონი კვ. კმ მიწის ნაკვეთი მალე ზღვის დონის ნიშნულის ქვემოთ მოექცევა. შედარებისთვის: შეერთებული შტატების ან ჩინეთის ფართობი დაახლოებით 9,8 და 9,5 მილიონი კვადრატული კმ-ია,
როგორც ქვემოთ მოცემულ რუკაზე ჩანს, ყველაზე მეტი საშიშროება სამხრეთ ამერიკის, აფრიკის და აზიის ქვეყნების ქალაქების 22 % -ის მოსახლეობას, დახლოებით 1,2 მილიარდ ადამიანს ემუქრება.



შტრიხებით აღნიშნულია ის ადგილები, რომლებსაც მეცნიერები განსაკუთრებით საშიშად მიიჩნევენ


ლანდშაპტის ცვლილებებით გამოწვეულმა შედეგებმა, ის ადგილები, რომლებიც ადრე უსაფრთხოდ ითვლებოდა, მომავალში მომავალში შეიძლება წყალდიდობისკენ უფრო მიდრეკილი გახადოს.
იმისათვის რომ კაცობრიობა არ აღმოჩნდეს საშიში კატაკლიზმების წინაშე, მკვლევართა საერთაშორისო გუნდი მოუწოდებს ქვეყნების მთავრობებს, რაც შეიძლება სწრაფად შეიმუშაონ ზომები ნიადაგის ეროზიის შესაკავებლად და გაამყარონ ეს ყველაფერი საკანონმდებლო დონეზე. კერძოდ, საუბარია ნავთობის, გაზისა და სხვა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების პროგრამების რეგულირებაზე, აგრეთვე მიწისქვეშა რეზერვუარების არაგონივრულად გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლაზე.

Print