ეს საინტერესოა
10 წლის წინ დაკარგული კატა პატრონს დაუბრუნდა
2011 წელს კანადაში ჯექსონ-სინკლერის ოჯახიდან 3 წლის კატა სახელად კადლი გაუჩინარდა. შინაურ ცხოველს ოჯახი დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა მიმდებარე ტერიტორიაზე, მაგრამ ყველაფერი ამაო აღმოჩნდა. გავიდა ხანი და ოჯახი ახალ სახლში გადავიდა. დაკარგული კატა კი დაკარგული ცხოველების რეესტრს დაემატა.

ათი წლის შემდეგ, 2021 წლის დასაწყისში, ჯექსონ-სინკლერებს ადგილობრივი ცხოველთა თავშესაფრიდან დაურეკეს და აცნობეს, რომ მათი კატა კადლი მიკროჩიპის სიგნალის წყალობით იპოვეს. მეპატრონეებმა მაშინვე ვერ გააცნობიერეს, რომ საუბარი შეეხებოდა მათ შინაურ ცხოველს, მაგრამ როგორც კი მოხალისეებმა მათ კადლის ფოტო გაუგზავნეს, ყველაფერი მაშინვე გაირკვა.
კადლისთან შეხვედრა განსაკუთრებით ემოციური იყო 19 წლის ბრუკისთვის, რომელსაც 9 წლის ასაკიდან არ უნახავს თავისი შინაური ცხოველი: ”ეს იყო ერთ – ერთი ყველაზე ემოციური მომენტი ჩემს ცხოვრებაში. სიმართლე გითხრათ სიურპრიზს ველოდი, მაგრამ როდესაც ის მოიყვანეს ჩემთან, მაშინვე ავტირდი ”. ამბობს ოჯახის ახალგაზრდა წევრი ბრუკი.
გოგონამ რომელიც უკვე ამ ხნის მანძილზე გათხოვდა და ახალ ოჯახში ცხოვრობს გადაწყვიტა, რომ კატა წაეყვანა თავის ოჯახში და ამავე დროს მისთვის ახალი სახელი დაერქმია ”ვფიქრობ, მას დალას დავარქმევდი, ” Dallas Cowboys ”. მინდა ჩემმა ქმარმა ცხოველი ოჯახში მიიღოს და ამავე დროს თავი უხერხულად არ იგრძნოს.

”ვიმედოვნებთ, რომ ამ მომენტიდან კატის ცხოვრება მკვეთრად შეიცვლება და ის აღარასდროს მოხვდება ქუჩაში! ამბობს ბრუკი.

Print