ეს საინტერესოა
მამაკაცმა მეხის დაცემა ვიდეოზე გადაიღო (ვიდეო)
44 წლის ბრაზილიელი ჟოზე ომარ დე ოლივეირა, და მისი მეგობარი კლაუდიო არაუხო რეზენდე იანვრის შუა რიცხვებში გაემგზავრნენ Serra do Cupim რეგიონში, მაღალ მთაზე ქალაქ მინდურის მახლობლად. მეგობრები რადიტექნიკის მოყვარულები არიან და ხშირად ადიან მთაზე ახალი აპარატის გამოსაცდელად. როდესაც ტექნიკას ამზადებდნენ, დე ოლივეირამ დაინახა ლამაზი პეიზაჟი - ერთ მხარეს ანათებდა მზე, მეორე მხარეს კი მუქი ღრუბლები იყო და წვიმდა. მამაკაცმა ამ იშვიათი სანახაობის გადაღება მობილური ტელეფონის კამერით გადაწყვიტა, მაგრამ მოულოდნელად იქუხა და უეცრად მის გვერდით მეხი დაეცა.

შემთხვევის შედეგად საბედნიეროდ, არც ოპერატორი და არც მისი თანამგზავრი არ დაშავებულან, მხოლოდ ორიოდე ნაკაწრი მიიღეს.


Print