ეს საინტერესოა
დედამიწას დიდი ზომის ასტეროიდი უახლოვდება
ასტეროიდი 2015 NU13 დედამიწის სიახლოვეს 9 იანვარს გაივლის, იუწყება NASA.
ციური ქვის ზუსტი ზომის შეფასება რთულია თუმცა  სავარაუდო გათვლებით, მისი დიამეტრი 310-დან 680 მ-მდეა.

ასტრონომების აზრით, ასტეროიდი დედამიწიდან 5,6 მილიონი კმ-ის დაშორებით ჩაიფრენს რაც უსაფრთხო მანძილია ჩვენი პლანეტისათვის.

2015 NU13 იმოძრავებს საათში 54 ათას კმ-ზე მეტი სიჩქარით, რაც 44-ჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე ხმის სიჩქარე.

ეს არის 100 ყველაზე მსხვილი ასტეროიდიდან ერთ-ერთი, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში უნდა მიუახლოვდნენ დედამიწას.



Print