ეს საინტერესოა
2019 წლის 31 დეკემბერს ახალი კორონავირუსი გაჩნდა

ზუსტად ერთი წლის წინ, 2019 წლის 31 დეკემბერს, სამყარომ შეიტყო ჩინეთის ქალაქ ვუჰანში უცნობი პნევმონიის აფეთქების შესახებ, რომელიც ახლი პანდემიის მასშტაბამდე გაიზარდა და მთელი მსოფლიო მოიცვა.


მრავალმილიონიანი ქალაქი 76 დღის განმავლობაში მოწყვეტილი იყო გარესამყაროს, ახლა იქ ცხოვრება ჩვეულებრივ რიტმს უბრუნდება, მაგრამ ამ მოვლენების შესახებ მოგონებები ადგილობრივ მოსახლეობაში კვლავ ცრემლებს იწვევს.

როგორ ცხოვრობს ვუჰანი აფეთქების დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ და როგორ აისახა ეპიდემია მისი მოსახლეობის ცხოვრებაზე?
საკარანტინო რეჟიმი ვუჰანში თითქმის 11 კვირა - 8 აპრილამდე გაგრძელდა. მკაცრი კარანტინით და მასობრივი ტესტირების წყალობით ამ ქალაქმა დაამარცხა covid 19.

მაისის შუა რიცხვებიდან ინფექციის არც ერთი ადგილობრივი შემთხვევა არ გამოვლენილა და ვუჰანი ახლა ეპიდემიოლოგიის თვალსაზრისით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქალაქად ითვლება.

ვუჰანი უკვე ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს დაუბრუნდა. მხოლოდ სამედიცინო ნიღბები გვახსენებს იმას, რომ ქალაქი ერთი წლის წინ ეპიდემიის გამო მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა, ჩინეთის ზოგიერთი სხვა ქალაქის მაცხოვრებლებისგან განსხვავებით, აქაურების აბსოლუტური უმრავლესობა ნიღბებს ატარებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და ქუჩაში.

Print