ეს საინტერესოა
როგორ აღნიშნავენ ახალ წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში
ინდოეთში ტრადიციულად რამდენიმე ახალ წელს აღნიშნავენ, ყველაზე დიდი გაზაფხულის ბუნიობის დღეს, 20-22 მარტს მოდის. ამ დღეებში ჩვეულებრივია საჩუქრების ჩუქება, კარნავალის მოწყობა და ღმერთებისა და ძროხების პატივისცემა. ყველაზე მხიარული ახალი წელი კერალაში აღინიშნება და ყველაზე გრძელი - ქაშმირში, სადაც ისინი სიარულს 10 მარტს იწყებენ და აპრილამდე არ ჩერდებიან.

ოქტომბერში კიდევ ერთი "ახალი წელი" აღინიშნება, დივალი. ეს არის ცეცხლისა და სინათლის დღესასწაული, როდესაც ჩვეულებრივად ათასობით სანთელსა და ფარნებს ანთებენ,

ჩრდილოეთ ინდოეთში კიდევ ერთი დღესასწაულია, რომელიც ჩვენს ახალ წელს გავს. იგი 13-14 იანვარს აღინიშნება. ამ დღეებში ანთებენ ცეცხლს, აცხობენ სიმინდისა და ბრინჯის კვერებს, ბავშვები კარდაკარ დადიან და სიმღერებს მღერიან, რომ ფული და ტკბილეული მიიღონ.




ტაილანდში
ახალ წელს სონგკრანი ჰქვია და 13-15 აპრილს დგებას. ამ დღეებში ტაძრებში ტარდება რელიგიური რიტუალები, ხალხი ბევრს ლოცულობს და მედიტირებს. ამავდროულად, ისინი არ ივიწყებენ სადღესასწაულო ღონისძიებებს - ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ დღესასწაულზე ერთმანეთს წყალს ასხამენ და ფერად ფხვნილის აყრიან. ასე რომ, თუ ახალ წელს ტაილანდში მოხვდებით შეიფუთეთ წყალგაუმტარი მოსასხამით და არ განაწყენდეთ, რადგან მათთვის წყალი განწმენდის სიმბოლოა, ამიტომ ისინი მხოლოდ საუკეთესო განზრახვით მოგასხურებენ წყალს. წყლის შესხმის ცერემონიალში სპილოების მონაწილეობენ.



ვიეტნამში
ისევე, როგორც ჩინეთსა და ტაილანდში  ახალ წელს მთვარის კალენდრის მიხედვით აღნიშნავენ და ტეტს უწოდებენ. მოსახლეობა ახალკ წელს ღია ფერის ნათელი ტანსაცმელით იმოსება, ქუჩები მორთულია წითელი ფარნებით, აქ ტრადიციულად ახალ წელს მოხუცი ადამიანებთან ერთად ატარებენ, ამიტომ ბევრი ადამიანი ახალი წლელს ბებიასთან და ბაბუასთან ერთად აღნიშნავს.




კუბაში ახალი წელი ორმაგი დღესასწაულია, რადგან 1959 წლის 1 იანვარს გაათავისუფლეს ქვეყანა ბატისტას დიქტატორული რეჟიმისგან.  დღესასწაულები აქ ორმაგად სახალისოა - მსვლელობებით, კარნავალებით დაცეკვებით.
კუბელები წინასწარ ემზადებიან დღესასწაულისთვის: ამზადებენ ყვითელ და წითელ საკარნავალო ტანსაცმელს. არსებობს საკმაოდ სასაცილო ტრადიციაც - ჩემოდნით სახლის გარშემო სიარული ისე,
ადგილობრივი მოსახლეობა ყველაზე აქტიურია ჰავანაში,
საახალწლოდ აქ უამრავი ტურისტი ჩადის, რომ ცნობილ კარნავალს დაესწროს.



თურქეთში 1 იანვარს ახალ წელს  მხოლოდ 1981 წლიდან აღინიშნავენ, დღესასწაულს რელიგიური მნიშვნელობა არ აქვს. სულიერი ლიდერები ადგილობრივი მოსახლეობისთვის ნაძვის ხეების გაფორმებას არც კი ურჩევენ. ახალი წელი მასშტაბურათ აღინიშნება სტამბოლში, ანკარაში და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე.
დღესასწაულის პროგრამა ტრადიციულია - კონცერტები ქალაქის მოედნებზე, საჭმელი და წვეულებები სასტუმროებში.

თურქეთს ასევე აქვს საკუთარი საახალწლო ტრადიცია. ყოველწლიურად აქ ტარდება განსაკუთრებით დიდი მოგების ლატარია, ამიტომ ლატარიის გათამაშების ბილეთი ძალიან კარგი საახალწლო საჩუქარია.




Print